USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
როგორი ამინდია დღეს საქართველოში
дата:  262

28 აპრილს ქუთაისში +25 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა ნავარაუდევი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. უმეტესად მზიან დღეს ელიან სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +22 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში მცირე ღრუბლიანობა +24 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. უმეტესად მზიანი დღე არის მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღის განმავლობაში +24 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

მესტიაში +16 გრადუსი და მცირე მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში +24 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ძლიერი ქარი.

ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. უხვი ნალექია მოსალოდნელი დღის განმავლობაში ახალციხეში. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს.

+25 გრადუსი და წვიმა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ბაკურიანში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +23 გრადუსი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გუდაურში. +13 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ომალოში, სადაც დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უხვი ნალექია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +24 გრადუსი და წვიმა დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უმეტესად მზიანი დღე და ქარის მატება არის მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ქარიანი დღე იქნება რუსთავში. სადაც დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ძლიერი ქარი.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати