USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
როგორი ამინდია დღეს საქართველოში
Date:  449

15 აპრილს ქუთაისში მზიანი ამინდი და +24 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. უმეტესად მზიანი დღე იქნება ოზურგეთში, სადაც დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +23 გრადუსსა და უმეტესად მზიან დღეს პროგნოზირებენ, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მცირე ღრუბლიანობის მომატებაა შესაძლებელი ფოთში. +24 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. უმეტესად მზიანი დღე იქნება ზუგდიდში, სადაც დღის განმავლობაში +25 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სოხუმშიც უმეტესად მზიანი დღე არის მოსალოდნელი, აქ ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +12 გრადუსი და მცირე ღრუბლიანობის მომატება არის შესაძლებელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში ღრუბლიან დღესა და +19 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ასევე მცირე მოღრუბლულობა არის შესაძლებელი ჭიათურაში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე იქნება ახალციხეში. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.

უმეტესად მზიანი დღე და +19 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო დღე იქნება ბაკურიანშიც. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.

მცირე ღრუბლიანობის მომატება არის მოსალოდნელი გორში. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გუდაურში. +10 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. უმეტესად მზიანი დღეა ნავარაუდევი ომალოში, სადაც დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.

მცირე ღრუბლიანობის მომატებას ვარაუდობენ სინოპტიკოსები გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უმეტესად მზიანი დღე არის მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით ჰაერის +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსია. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way