USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
როგორი ამინდია დღეს საქართველოში
Date:  1080

1-ელ აპრილს ქუთაისში დღისით +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. უმეტესად მზიანი დღე იქნება ოზურგეთში, სადაც დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +12 გრადუსსა და წვიმიან დღეს პროგნოზირებენ, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში უნალექო ამინდი და +14 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსია ნავარაუდები. ღამით +6 იქნება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +11 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამითაც 0 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში ცვალებად მოღრუბლულობას პროგნოზირებენ. დღისით +18 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ახალციხეში. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დღისით ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.

გორში წვიმიანი დღეა. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვაა მოსალოდნელი გუდაურში. +6 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღეა ნავარაუდევი ომალოში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამე კი -3 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში, დღისით +14 ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6-მდე დაიწევს.

წვიმაა მოსალოდნელი რუსთავში, სადაც დღისით ჰაერის +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე წვიმიან დღეს პროგნოზირებენ თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დედაქალაქში დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way