USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
როგორი ამინდია დღეს საქართველოში
дата:  667

სინოპტიკოსები 22 ნოემბერს ქუთაისში ნალექს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +2. ოზურგეთში დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2. წვიმაა ნავარაუდევი ბათუმში, სადაც +13 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +4 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდშიც იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით 0 გრადუსია მოსალოდელი.

უმალექო ამინდს ვარაუდობენ სოხუმში, სადაც +12 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, +2 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -7 გრადუსი იქნება. ღრუბლიანი დღე იქნება ამბროლაურშიც. აქ ჰაერი +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება.

ჭიათურაშიც ღრუბლიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები, +9 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ნაწილობრივ მზიანი იქნება დღე ახალციხეში. დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც ნაწილობრივ მზიანი დღე და +7 გრადუსია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც ნაწილობრივ მზიანი დღეა მოსალოდნელი, 0 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -8 გრადუსი იქნება.

ნაწილობრივ მზიანი იქნება დღე გორშიც, აქ დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.

გუდაურში 0 გრადუსი და ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიწევს. ომალოშიც ღრუბლიანი იქნება დღე. ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -12 გრადუსი არის ნავარაუდევი.

ნაწილობრივ მზიანი ამინდია მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ნაწილობრივ მზიანი დღეა ნავარაუდევი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+8 გრადუსი და ნაწილობრივ მზიანი ამინდი იქნება გურჯაანში, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +7 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -2 გრადუსი და ნაწილობრივ მზიანი დღეა ნავარაუდევი.

რუსთავშიც ნაწილობრივ მზიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები, ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ნაწილობრივ მზიანი დღეა ნავარაუდევი თბილისშიც, ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати