USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
როგორი ამინდია დღეს საქართველოში
Date:  620

სინოპტიკოსების პროგნოზით, 29 ოქტომბერს ქუთაისში დღისით ტემპერატურა +30 გრადუსი იქნება, ღამით კი 11. მცირე ღრუბლიანობას ვარაუდობენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც +26 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი არის ნავარაუდევი. ბათუმში ნავარაუდევია +25 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მცირე მოღრუბლულობას ვარაუდობენ ფოთში, სადაც +26 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ზუგდიდში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰარის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +18.

უნალექო დღეს და +26 გრადუსი სითბო არის მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +15 გრადუსი სითბო და უნალექო ამინდი არის ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +4 გრადუსამდე დაიწევს.

ასევე უნალექო დღეს და +24 გრადუს სითბოს ვარაუდობენ ამბროლაურში, სადაც ღამის განმავლობაში ტემპერატურა +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში +26 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +1ქ გრადუსი არის ნავარაუდევი. ასევე უნალექო დღეს და +21 გრადუსი არის ნავარაუდევი ახალციხეში. აქ ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში +23 გრადუსი და ცვალებადი მოღრუბლულობა არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. +14 გრადუსს და მზეს ვარაუდობენ ბაკურიანში, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში +22 გრადუსი და უნალექო ამინდი არის ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში +22 გრადუსი სითბო არის მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს.

გუდაურში +16 გრადუსი და უნალექო დღე არის ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი არის მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ომალოში ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 1 გრადუსი არის ნავარაუდევი.

უნალექო ამინდია მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+22 გრადუსი სითბო არის ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +23 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +10 გრადუსი არის ნავარაუდევი.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში კი დღეს ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way