USD 2.7174
EUR 2.9356
RUB 2.8086
Tbilisi
როგორი ამინდია დღეს საქართველოში?
Date:  255

15 სექტემბერი  ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. 
  • რუსთავში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ქუთაისში +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
  • სამტრედიაში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
  • წყალტუბოში ჰაერი დღისით +25გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ოზურგეთში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.
  • ბათუმში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ფოთში დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. 
  • ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.
  •  სოხუმში +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
  • მესტიაში  დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ამბროლაურში ჰაერი დღისით +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ახალციხეში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს.
  • ბორჯომში დღისით +21, ღამის ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
  • გორში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • თელავში იწვიმებს, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
  • გურჯაანში დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • სიღნაღში დღისით +20 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე წვიმა.
region
ოკუპირებულ სოხუმში ღონისძიება გაიმართება, რომელსაც სომხეთიდან და საბერძნეთიდანაც დაესწრებიან

დროებით ოკუპირებულ სოხუმში "მოსკოვის სახლის" მხარდაჭერით, კონფერენცია "ტრადიციული ოჯახის ღირებულებები - ხალხთა ერთიანობის საფუძველი", "ოჯახი და მშვიდობა" გაიმართება. აღსანიშნავია, რომ კონფერენციას იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რომლებიც "აფხაზეთის დამოუკიდებლობას" არ აღიარებენ.

მედიის ინფორმაციით, მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო უწყებების, განათლების, მეცნიერების, ბიზნესის, სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აფხაზეთიდან, რუსეთიდან, სირიიდან, ბელარუსიდან, უზბეკეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, ყაზახეთიდან, საბერძნეთიდან და სომხეთიდან.

ღონისძიების ანონსში წერია:

მოდით, განვიხილოთ:
- ოჯახის მხარდაჭერა და დაცვა;
- ტრადიციული ოჯახური ღირებულებების შენარჩუნება;
- მრავალშვილიანი ოჯახების როლისა და მშობლის ავტორიტეტის გაზრდა;
- ოჯახის კეთილდღეობის შენარჩუნება, შობადობის გაზრდა და განქორწინებების შემცირება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way