USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  393

4 ივლისს  ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღე +32 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში +34 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში წვიმს. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი.

ბათუმშიც დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი.

+29 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ამბროლაურში ჰაერი დღისით +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი.

ახალციხეში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომშიც იწვიმებს. დღისით +33 ღამის ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ბაკურიანში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმას ვარაუდობენ. დღისით +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +219 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

გურჯაანში დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

 

 

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის