USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  249

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით.
საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.

სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°;
ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +32°;
ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°.;
ქუთაისი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +33°;
ზუგდიდი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +32°;
ანაკლია: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +32°;
ოზურგეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +32°;
ონი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +31°;
გორი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +35°;
ცხინვალი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +34°;
თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +37°;
მარნეული: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +38°;
რუსთავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +38°;
ახალციხე: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +33°;
ბორჯომი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +33°;
ბაკურიანი:უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +29°;
სტეფანწმინდა: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +22°;
თელავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +35°.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის