USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  441

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +28, +33°; მაღალ მთაში ღამით +9, +14°, დღისით +26, +31°.

აღმოავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით ელჭექის დროს ზოგან შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +17, +22°, დღისით +33, +38°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +28, +33°; მაღალ მთაში ღამით +8, +13°, დღისით +23, +28°.

თბილისში - ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +38°, ღამით +22 °.

სოხუმი - .ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით+23 °.

გაგრა ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით+22°.

ოჩამჩირე - ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით+22°.

ბათუმიხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით+24°.

ქობულეთი-  ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით+23°.

ფოთი - ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით+23°.

ხულო - . ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით+17°.

ქუთაისი - ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +23°.

ჭიათურა ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით +21°.

ამბროლაური ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33, ღამით+20°.

ცაგერი ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32, ღამით+18°.

ონი ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით +18°.

მესტიახანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28, ღამით+12°.

გორი-  ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით +20°.

ახალგორი-  ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით+19°.

ჯავა-  ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32, ღამით +18°.

ცხინვალი - ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით+19°.

სტეფანწმინდა ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +13°.

გუდაური  ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით +10°.

თიანეთი ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით+16°.

ახალციხე- ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32, ღამით +14°.

ბორჯომი-  ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33, ღამით+17°.

ბაკურიანი - ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27, ღამით+12°.

თელავი -  ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34, ღამით+21°.

ყვარელი -  ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით+22°.

საგარეჯო - ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +36°, ღამით+23°.

იღნაღი - ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით+22°.

დედოფლისწყარო - . ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +38°, ღამით +22 °.

ლაგოდეხი - ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37°, ღამით+24°.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის