USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
дата:  418

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 ივლისს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება.

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +30, +35°, მთაში ღამით +16, +21°, დღისით +29, +34°; მაღალ მთაში ღამით +9, +14°, დღისით +27, +32°.

აღმოავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ელჭექის დროს ზოგან შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +18, +23°, დღისით +34, +39°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +31, +36°; მაღალ მთაში ღამით +10, +15°, დღისით +25, +30°.

თბილისში - ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +22°, დღისით +39°.

სოხუმი -  ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +23 °.

გაგრა ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +22°.

ოჩამჩირე - ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით +22°.

ბათუმი ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით +24°.

ქობულეთი- . ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით +23°.

ფოთი - დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +23°.

ხულო - დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით+17°.

ქუთაისი -  ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით +23°.

ჭიათურა დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით +21°.

ამბროლაურიდღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34, ღამით+20°.

ცაგერი დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32, ღამით+20°.

ონი დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით +19°.

მესტიახანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით+15°.

გორი- დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37°, ღამით +20°.

ახალგორი- . დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით+19°.

ჯავა-  ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34, ღამით +18°.

ცხინვალი -  ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +36°, ღამით+19°.

სტეფანწმინდა ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +15°.

გუდაური ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24, ღამით +12°.

თიანეთი დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34, ღამით+16°.

ახალციხე- დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34, ღამით +16°.

ბორჯომი- დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35, ღამით+17°.

ბაკურიანი - დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28, ღამით+13°.

ყვარელი -  დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37°, ღამით+23°.

საგარეჯო - დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +36°, ღამით+23°.

იღნაღი - დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37°, ღამით+22°.

დედოფლისწყარო - დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +38°, ღამით +22 °.

ლაგოდეხი - დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +39°, ღამით+24°.

თელავი - დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +37, ღამით+23°.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати