USD 2.7127
EUR 3.1511
RUB 3.4719
Тбилиси
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
дата:  78

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.

საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ელჭექის დროს ზოგან შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება.

სოხუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +31°;
ბათუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +28°;
ქობულეთი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +28°;
ქუთაისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +32°;
ზუგდიდი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +29°;
ანაკლია: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +29°;
ოზურგეთი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +31°;
ონი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +29°;
გორი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +34°;
ცხინვალი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +33°;
თბილისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +35°;
მარნეული: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +33°;
რუსთავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +36°;
ახალციხე: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +32°;
ბორჯომი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +31°;
ბაკურიანი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +27°;
სტეფანწმინდა: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +26°;
თელავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +35°.

аналитика
ჩინური ინტერესების გაძლიერება კავკასიაში - გიორგი კობერიძე
ჩინური ინტერესები კავკასიაში ძლიერდება - სომხეთი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (SCO) შესვლაზე განაცხადს აკეთებს. გასაგებია, რომ ერევანი ცდილობს მოძებნოს უსაფრთხოების ახალი გარანტიები და ეკონომიკური პერსპექტივები რეგიონში, სადაც მისი ყოფილი მოკავშირე, რუსეთი, სულ უფრო ნაკლებად სანდო და ეფექტური პარტნიორი ხდება, შედეგად ცალსახა გამარჯვებული ოფიციალური პეკინია, რომელის SCO-ს ფაქტობრივი ლიდერია.
 
ჩინეთის ეკონომიკური პერსპექტივა, სომხეთისთვის მიმზიდველია. SCO აერთიანებს მსოფლიო მოსახლეობის 42%-ს და მსოფლიო მშპ-ის 36%-ს. ეს არის ერევნის გათვლა, რომ ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ზრდა რეგიონში შექმნის ალტერნატიულ ეკონომიკურ შესაძლებლობას სომხეთისათვის, რაც რუსეთზე პირდაპირ დამოკიდებულებას შეუმცირებს. პირდაპირს ვამბობს და ხაზს ვუსვამ ამ სიტყვას, რადგან ირიბად რუსეთი როგორც ორგანიზაციის წევრი არსად ქრება.
 
მეორე და უმთავრესი ასპექტი არის უსაფრთხოების დილემა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ორგანიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი წევრია, იქ წამყვანი დღის წესრიგი ჩინეთს აქვს. ორგანიზაციის რეგიონალური ანტიტერორისტული სტრუქტურა (RATS) გულისხმობს უსაფრთხოების განზომილებას და წევრების ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასა და ურღვეობას, რაც სომხეთისათვის განსაკუთრებით მიმზიდველია. ერევნისათვის ჩინეთთან მოკავშირეობა, SCO-ს ქოლგის ქვეშ, განიხილება როგორც რუსული საფრთხის დაბალანსების საშუალებაც - ერევანი ფიქრობს, რომ ჩინეთის მოკავშირედ ყოფნა რუსეთის მხრიდან მუქარების შემცირების მიზეზი შეიძლება იყოს.
 
სომხეთის ნაბიჯი არის რეგიონში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გეოპოლიტიკური ძვრების ანარეკლი. ფაქტი ერთია: ჩინეთი იმაზე მძლავრი მიზიდულობის ცენტრია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ეს კი განსაკუთრებით თვალში საცემია რუსეთის მოკავშირეებში, რომელთაც ბოლო ხანებია ჩინეთი ამჯობინეს მოსკოვს. აი მაგალითად, შუა აზიურ რესპუბლიკებშიც კი ჩინეთს ზოგიერთ საკითხში უკვე იმაზე დიდი გავლენა აქვს, ვიდრე რუსეთს. ახლა კი კავკასიაში ჩინეთის აღმავლობას ვადევნებთ თვალს და ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომელშიც სულ რამდენიმე წლის წინ რუსული გავლენა ძალიან მყარი იყო. ზოგადად, რუსეთი და ჩინეთი ერთ ნავში კი სხედან, მაგრამ ახლა ჩინურ ნავში უფრო ზის რუსეთი, რომელსაც საერთო ნავის სახელს უწოდებენ ისინი.
 
ისიც სათქმელია, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრობა და ევროკავშირის წევრობა რთულად შესათავსებელი იქნება, მით უფრო რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია ჩინური ძალის გამოვლინებაა და ის ისეთ წევრებს მოიცავს როგორიც ბელარუსი და ირანია.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати