USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Тбилиси
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
дата:  239

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 მაისს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. ეს სინოპტიკური ვითარება ქვეყნის მასშტაბით ამინდის ცვლილებებს გამოიწვევს.

მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში, მათ შორის დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს რეგიონებში მოსალოდნელია:

თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +28°.

რუსთავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +28°.

სოხუმი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +22°.

ბათუმი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +21°.

ქობულეთი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +21°.

ქუთაისი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +26°.

ზუგდიდი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +24°.

ანაკლია: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +24°.

ოზურგეთი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +24°.

ონი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +24°.

გორი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +27°.

ცხინვალი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +26°.

მარნეული: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +28°.

ახალციხე: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +25°.

ბორჯომი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +25°.

ბაკურიანი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით.ჰაერის ტემპერატურა: +22°.

სტეფანწმინდა: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +15°.

თელავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +27°.

общество
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати