USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Tbilisi
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
Date:  404

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასებით.

საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 20-25, დროგამოშვებით შესაძლებელია 28 მ/წმ-მდე. მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +19, +24°, დღისით +23, +28°; მთაში ღამით +12, +17°, დღისით +23, +28°; მაღალ მთაში ღამით +10, +15°, დღისით +20, +25°.

აღმოავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +13, +18°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +20, +25°; მაღალ მთაში ღამით +5, +10°, დღისით +13, +18°.

თბილისში -  დღისით +26°, ღამით +15°.

სოხუმი - დღისით +29°, ღამით+15°.

გაგრა დღისით +28°, ღამით+15°.

ოჩამჩირე -  დღისით +28°, ღამით+15°.

ბათუმიდღისით +27°, ღამით+15°.

ქობულეთი-  დღისით +27°, ღამით+16°.

ფოთი -  დღისით +28°, ღამით+17°.

ხულო - დღისით +27, ღამით +10°.

ქუთაისი -  დღისით +27°, ღამით+17°.

ჭიათურა დღისით +28°, ღამით+15°

ამბროლაურიდღისით +26°, ღამით+12.

ცაგერიდღისით +26°, ღამით+10.

ონი დღისით +26°, ღამით+10.

მესტია დღისით +22°, ღამით +8°.

გორი-  დღისით +25°, ღამით+15 .

ახალგორი-  დღისით +24°, ღამით+14.

ჯავა- დღისით +24°, ღამით +13°.

ცხინვალი - დღისით +24°, ღამით +14 .

სტეფანწმინდადღისით +17, ღამით+8°.

გუდაური დღისით +14, ღამით+6°.

თიანეთი  დღისით +24, ღამით +12°.

ახალციხე- დღისით +25, ღამით +10°.

ბორჯომი- დღისით +25, ღამით +12°.

ბაკურიანი -  დღისით +18, ღამით+7°.

თელავი - დღისით +25°, ღამით +13°.

ყვარელი -  დღისით +26°, ღამით +14°.

საგარეჯო - დღისით +25°, ღამით +13°.

იღნაღი - დღისით +25°, ღამით+12°.

დედოფლისწყარო -  დღისით +24°, ღამით+12 °.

ლაგოდეხი -  დღისით +26, ღამით +14°.

World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way