USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
Date:  235

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კვირას, 18 მაისს მოსალოდნელი ამინდი შემდეგია:

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +14, +19°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით +5, +10°, დღისით +13, +18°.

აღმოავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი და სეტყვა, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +10, +15°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +20, +25°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით +15, +20°.

თბილისში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

ქუთაისში დღისით +29 და ღამით +17 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექს ვარაუდობენ.

ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13. ბათუმშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში იწვიმებს. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +21, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღეა სოხუმშიც. +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც წვიმა იქნება. +20 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც იწვიმებს, დღისით +22 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება.

ომალოში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +12, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

 

society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way