USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
Date:  484

22 აპრილს, ქუთაისში დღისით +28 და ღამით +13 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმში მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +27, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმში. +24 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი ამინდია, დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 6 გრადუსი იქნება.

მზიანი დღეა ბორჯომში, +23 იქნება დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანში, სადაც დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 4 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღის განმავლობაში 13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 1 გრადუსი იქნება. ომალოში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +14, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც მზიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი 10 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავშიც, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. დღე უნალექოდ ჩაივლის.

გურჯაანშიც მზიან ამინდს ელოდებიან. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიანი დღე იქნება. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზიან ამინდის ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 12 გრადუსი იქნება.

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way