USD 2.7320
EUR 3.1087
RUB 3.4775
თბილისი
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  239

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, მთიან რაიონებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +12, +17°, დღისით +26, +31°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +22, +27°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°, დღისით +19, +24°.

აღმოავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +7, +12°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +17, +22°; მაღალ მთაში ღამით 0, +5°, დღისით +12, +17°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +11°, დღისით +22°.

სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით+16°.

გაგრა დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +16°.

ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით+17°.

ბათუმი დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +15°.

ქობულეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით + 15°.

ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით+16°.

ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +6°.

ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +16°.

ჭიათურა დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +13°.

ამბროლაური დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +7°.

ცაგერიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით+7.

ონი დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით+6°.

მესტია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +5°.

გორი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით+10°.

ახალგორი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +9.

ჯავა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +7.

ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23, ღამით+9°.

სტეფანწმინდა დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით + 14 °, ღამით +3 °.

გუდაური დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით + 13 °, ღამით 0°.

თიანეთი დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +5°.

ახალციხე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +6°.

ბორჯომი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +8°.

ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +3°.

თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +11°.

ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +11°.

საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +10°.

იღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით+10.

დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით+9°.

ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +12°.

თბილისი
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.