USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
дата:  432

თბილისი: მზიანი, გრილი. ტემპერატურა: დღისით 13°C, ღამით 1°C.
სოხუმი: წვიმიანი, ქარიანი. ტემპერატურა: დღისით 12°C, ღამით 7°C.
ცხინვალი: უმეტესად მზიანი. ტემპერატურა: დღისით 5°C, ღამით -2°C.
ქუთაისი: ღრუბლიანი, მცირე წვიმა. ტემპერატურა: დღისით 10°C, ღამით 4°C.
წყალტუბო: უმეტესად ღრუბლიანი. ტემპერატურა: დღისით 9°C, ღამით 3°C.
სამტრედია: მზიანი. ტემპერატურა: დღისით 12°C, ღამით 5°C.
ზესტაფონი: ღრუბლიანი. ტემპერატურა: დღისით 8°C, ღამით 2°C.
ტყიბული: ყინვიანი, მცირე თოვლი. ტემპერატურა: დღისით 3°C, ღამით -3°C.
ზუგდიდი: ღრუბლიანი. ტემპერატურა: დღისით 12°C, ღამით 6°C.
სენაკი: მოღრუბლული, წვიმიანი. ტემპერატურა: დღისით 13°C, ღამით 7°C.
ფოთი: წვიმიანი. ტემპერატურა: დღისით 17°C, ღამით 8°C.
აბაშა: მზიანი. ტემპერატურა: დღისით 12°C, ღამით 6°C.
ჩხოროწყუ: ღრუბლიანი. ტემპერატურა: დღისით 12°C, ღამით 5°C.
ბათუმი: ღრუბლიანი, წვიმიანი. ტემპერატურა: დღისით 12°C, ღამით 9°C.
ქობულეთი: წვიმიანი, ქარიანი. ტემპერატურა: დღისით 14°C, ღამით 9°C.
ოზურგეთი: ღრუბლიანი. ტემპერატურა: დღისით 13°C, ღამით 6°C.
ლანჩხუთი: უმეტესად მზიანი. ტემპერატურა: დღისით 14°C, ღამით 7°C.
ახალციხე: უმეტესად მზიანი. ტემპერატურა: დღისით 10°C, ღამით -1°C.
ახალქალაქი: ცივი, პატარა თოვლი. ტემპერატურა: დღისით 6°C, ღამით -4°C.
ბორჯომი: მოწმენდილი. ტემპერატურა: დღისით 9°C, ღამით -2°C.
ბაკურიანი: ცივი, თოვლიანი. ტემპერატურა: დღისით 5°C, ღამით -6°C.
წალკა: ცივი. ტემპერატურა: დღისით 4°C, ღამით -3°C.
გორი: მზიანი, გრილი. ტემპერატურა: დღისით 12°C, ღამით 1°C.
ხაშური: უმეტესად მზიანი. ტემპერატურა: დღისით 12°C, ღამით 0°C.
კასპი: მზიანი, გრილი. ტემპერატურა: დღისით 12°C, ღამით 1°C.
ქარელი: უმეტესად მზიანი. ტემპერატურა: დღისით 12°C, ღამით 0°C.
მცხეთა: გრილი, მზიანი. ტემპერატურა: დღისით 14°C, ღამით 2°C.
დუშეთი: უმეტესად მზიანი. ტემპერატურა: დღისით 10°C, ღამით -1°C.
სტეფანწმინდა: ცივი, თოვლი. ტემპერატურა: დღისით 4°C, ღამით -5°C.
გუდაური: ყინვიანი, მცირე თოვლი. ტემპერატურა: დღისით 2°C, ღამით -6°C.
თიანეთი: მზიანი, გრილი. ტემპერატურა: დღისით 9°C, ღამით -1°C.
რუსთავი: მზიანი, გრილი. ტემპერატურა: დღისით 12°C, ღამით 0°C.
მარნეული: მზიანი. ტემპერატურა: დღისით 13°C, ღამით 2°C.
ბოლნისი: გრილი, მზიანი. ტემპერატურა: დღისით 12°C, ღამით 1°C.
ლაგოდეხი: უმეტესად მზიანი. ტემპერატურა: დღისით 11°C, ღამით 4°C.
თელავი: უმეტესად მზიანი. ტემპერატურა: დღისით 12°C, ღამით 2°C.
სიღნაღი: მზიანი, გრილი. ტემპერატურა: დღისით 13°C, ღამით 2°C.
გურჯაანი: მზიანი. ტემპერატურა: დღისით 12°C, ღამით 3°C.
საგარეჯო: მზიანი. ტემპერატურა: დღისით 12°C, ღამით 3°C.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати