USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
дата:  227

31 იანვარს ქუთაისში +19 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2. ბათუმში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

მზიანი დღეა ფოთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. მზიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც. +15 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. ამბროლაურში დღეს ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. აქაც, დღე უნალექოდ ჩაივლის.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც. დღისით +15 გრადუსი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +8 იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში უნალექო დღე იქნება. დღისით +11 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც მზიანი დღეა. დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +6, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +10 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати