USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  445

თბილისში ხანმოკლე წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ქუთაისში +11 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9.

ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმაა მოსალოდნელი სოხუმშიც. +11 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით 4 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურში დღეს ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღისით +1 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია თოვლი.

ბორჯომში თოვლი და +6 იქნება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება.

ბაკურიანში დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

გორში ნალექიანი დღე იქნება. დღისით +10 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +0 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ითოვებს. დღის განმავლობაში 3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება.

ომალოშიც თოვს. დღისით +4, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

 

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის