USD 2.7296
EUR 3.1401
RUB 3.4174
Тбилиси
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
дата:  234

13 ნოემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.

საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უნალექოდ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ზოგან მცირე ნალექი და ნისლი. დასავლეთ საქართველოში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით +13, +18°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, მთაში თოვლჭყაპი და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°, შიდა ქართლში -2°-მდე, დღისით +7, +12; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +7, +12°; მაღალმთაში ღამით -6, -1°, დღისით +1, +6, ზოგან +12°-მდე.

თბილისში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. მცირე წვიმა. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +6°, დღისით +11°.

სოხუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +18°;
ბათუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +20°;
ქობულეთი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +20°;
ქუთაისი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +20°;
ზუგდიდი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +20°;
ანაკლია: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +19°;
ოზურგეთი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +21°;
ონი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +17°;
გორი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +12°;
ცხინვალი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +11°;
მარნეული: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +12°;
რუსთავი: მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა: +12°;
ახალციხე: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +11°;
ბორჯომი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +11°;
ბაკურიანი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +12°;
სტეფანწმინდა: მცირე ნალექი და ნისლი ჰაერის ტემპერატურა: +4°;
თელავი: მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურ ა: +10°.

Тбилиси
მთაწმინდის რაიონში სპორტული მოედნების მშენებლობა და დაზიანებულის აღდგენა მიმდინარეობს
მთაწმინდის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, სპორტული მოედნების მშენებლობა და დაზიანებულის აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება შემდეგ მისამართებზე:
• ათონელის ქ. N5;
• ლადო-ალექსი მესხიშვილის ქ. N5;
• ფ. ლაპიაშვილის I ჩიხი N1;
• გ. რჩეულიშვილის ქ. IV კორპუსის მიმდებარედ;
• რ. ჯაფარიძის ქ. N4
რეაბილიტაციის პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სამუშაოების ფარგლებში, შეიცვლება ლითონის მავთულბადეები და ხელოვნური ბალახის საფარი, გამოიცვლება მაყურებელთა ტრიბუნაც.
სპორტული მოედნების აღდგენითი სამუშაოები 7 მისამართზე უკვე დასრულდა.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია ასრულებს.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати