USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
Date:  526

31 ოქტომბერს თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.

რუსთავში მზიანი დღე იქნება. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში +22 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7.

ბათუმში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მზიანი დღეა ფოთში. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმში +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურში დღის განმავლობაში ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება.

ბორჯომში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ბაკურიანშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება.

ომალოშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღისით +11, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავში დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

 

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way