USD 2.6957
EUR 3.1316
RUB 3.4658
თბილისი
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  544

1 ოქტომბერის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.
  • რუსთავში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ქუთაისში +25 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. წვიმა.
  • ოზურგეთში  დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 
  • ბათუმში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ფოთში დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. 
  • ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.
  • სოხუმში +24 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
  • მესტიაში  დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ამბროლაურში დღეს ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ახალციხეში წვიმს, დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს.
  • ბორჯომში დღისით +22 იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ბაკურიანში  დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
  • გორში დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ლაგოდეხში  ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • თელავში +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. დღის განმავლობაში იწვიმებს.
  • გურჯაანში უნალექო დღე და +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
  • სიღნაღში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
მსოფლიო
The Guardian - ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი

ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი, - ინფორმაციას The Guardian-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სასამართლოს ცნობით, 10 იანვარს საპროტესტო აქციებზე დაკავებული 26 წლის ერფან სოლტანი ქარაჯის ცენტრალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სასამართლოს განცხადებით, სოლტანის ბრალი წაუყენეს „ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებისა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდული საქმიანობისთვის“.

სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავს ბრალდებებზე სიკვდილით დასჯა არ ვრცელდება.

მანამდე, სოლტანის ოჯახმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ერფანის სიკვდილით დასჯა გადაიდო.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის