USD 2.7171
EUR 2.9516
RUB 2.7992
Tbilisi
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
 191

27 ივლისის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. წვიმა.
  • რუსთავში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • ქუთაისში +24 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. წვიმა.
  • ოზურგეთში იწვიმეს,  დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 
  • ბათუმში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
  • ფოთში წვიმს, დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. 
  • ზუგდიდში მცირე წვიმა, დღისით ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი.
  • სოხუმში +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს
  • მესტიაში წვიმს,  დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ამბროლაურში დღეს ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
  • ახალციხეში წვიმს, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს.
  • ბორჯომში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +23 იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ბაკურიანში წვიმა, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
  • გორში დღისით +26 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს
  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა
  • ლაგოდეხში  ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • თელავში +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. დღის განმავლობაში იწვიმებს.
  • გურჯაანში უნალექო დღე და +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
  • სიღნაღში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება
region
კოკოითი - "გამიხარდა ივანიშვილის განცხადება.... გვაქვს პრეტენზიები. გუდაური და თრუსო ჩვენი ტერიტორიებია"

ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი, ედუარდ კოკოითი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ოსი დებისა და ძმებისთვის ბოდიშის მოხდაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ამბობს, რომ ივანიშვილის განცხადებამ გაახარა. ის ამბობს, რომ "სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან ტერიტორიებზე პრეტენზიები აქვს".

"გამიხარდა ივანიშვილის განცხადება, რომ მოვისმინე. ვიფიქრე, რომ დიახ, არიან პროგრესული ძალები, რომლებიც მზად არიან რუსეთთან შეხვედრაზე წავიდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, მისი პარტიის გენერალური მდივანი სხვა განცხადებას აკეთებს, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს სამხედრო ბაზები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. დღეს საქართველო მტერია. ისინი ხელს არ აწერენ დოკუმენტებს არც სამხრეთ ოსეთთან და არც აფხაზეთთან. ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ სანამ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით, მანამდე ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ. ჩვენ გვაქვს პრეტენზიები. სერიოზულად დგას საკითხი გუდოსა და თრუსოს ხეობაზე, იმიტომ, რომ ეს ტერიტორიები ჩვენია", - განაცხადა კოკოითმა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way