USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
Date:  440

19 ივლისის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  •  თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
  • რუსთავში დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. 

  • ქუთაისში +30 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. წვიმა.

  • ოზურგეთში იწვიმეს,  დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22. 

  • ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

  • ფოთში წვიმს, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი. 

  • ზუგდიდში მცირე წვიმა, დღისით ტემპერატურა +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი.

  • სოხუმში +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით , ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს

  • მესტიაში წვიმს,  დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ამბროლაურში დღეს ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

  • ახალციხეში წვიმს, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +16 გრადუსამდე დაიწევს.

  • ბორჯომში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +27 იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ბაკურიანში წვიმა, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

  • გორში დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. 

  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. 

  • ლაგოდეხში  ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე წვიმა.

  • თელავში +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. დღის განმავლობაში იწვიმებს.

  • გურჯაანში უნალექო დღე და +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.

  • სიღნაღში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way