USD 2.7544
EUR 3.1229
RUB 3.3528
Тбилиси
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
дата:  164

18 ივლისის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  •  თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. მცირე წვიმა
  • რუსთავში დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე წვიმა

  • ქუთაისში +34 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

  • ოზურგეთში იწვიმეს,  დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22. 

  • ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +24 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

  • ფოთში წვიმს, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი. 

  • ზუგდიდში მცირე წვიმა, დღისით ტემპერატურა +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი.

  • სოხუმში +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით , ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს

  • მესტიაში წვიმს,  დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ამბროლაურში დღეს ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

  • ახალციხეში წვიმს, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +16 გრადუსამდე დაიწევს.

  • ბორჯომში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +27 იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ბაკურიანში წვიმა, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

  • გორში დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. 

  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. 

  • ლაგოდეხში  ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე წვიმა.

  • თელავში +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. დღის განმავლობაში იწვიმებს.

  • გურჯაანში უნალექო დღე და +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.

  • სიღნაღში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати