USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Тбилиси
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
 925

17 ივლისის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  •  თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსი იქნება.
  • რუსთავში დღისით +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ქუთაისში +33 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

  • ოზურგეთში დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24. წვიმა.

  • ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +24 გრადუსი დაფიქსირდება. 

  • ფოთში დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი. 

  • ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი.

  • +31 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება. 

  • მესტიაში დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ამბროლაურში დღეს ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. 

  • ახალციხეში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +16 გრადუსამდე დაიწევს.

  • ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +32 იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

  •  ბაკურიანში, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

  • გორში დღისით +34 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. 

  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. 

  • ლაგოდეხში  ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.

  • თელავში +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. დღე უნალექოდ ჩაივლის.

  • გურჯაანში უნალექო დღე და +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.

  • სიღნაღში დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати