USD 2.7080
EUR 3.1979
RUB 3.2706
Tbilisi
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
Date:  614

10 ივლისის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. 
  • რუსთავში დღისით +36 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ქუთაისში +32 გრადუსია, ღამით კი +22 გრადუსი იქნება.
  • ოზურგეთში  დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23. 
  • ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ფოთში დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი. 
  • ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. .
  • +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • მესტიაში  დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • ამბროლაურში დღეს ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ახალციხეში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +18 გრადუსამდე დაიწევს. 
  • ბორჯომში დღისით +29 იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ბაკურიანში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
  • გორში დღისით +33 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
  • გუდაურში წვიმს. დღე +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება.
  • ლაგოდეხში დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +24 გრადუსი დაფიქსირდება.
  • თელავში დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. 
  • გურჯაანში დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.
  • სიღნაღში დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. 
tbilisi
თბილისის მერია ბეთანიაში სათხილამურო კურორტს მოაწყობს

ვაკის რაიონში, ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება 500-მეტრიანი სასრიალო ტრასა, რომლისთვისაც სრულად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და ღამის სრიალისთვის დამონტაჟდება სპეციალური ლამპიონები. კურორტზე, ასევე, განთავსდება თანამედროვე ტიპის საბაგირო ბიგელი, მოეწყობა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და დამწყებთათვის განკუთვნილი მოძრავი ხალიჩა.

დაგეგმილ პროექტს, რომელსაც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განახორციელებს, თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„ვაანონსებთ ჩვენი დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასრიალო მუშაობდა, მაგრამ დღეს ფაქტობრივად, ახალი პროექტია განსახორციელებელი. პირველ რიგში, საჭიროა უშუალოდ ფერდზე მიწის სამუშაოების წარმოება, სადაც სათხილამურო ტრასა გაკეთდება. საჭიროა აღნიშნული სივრცის გაგანიერება, მოწესრიგება. გარდა ამისა, გვერდით გვაქვს მეორე ფერდი, სადაც შემდეგ ეტაპზე ნახევარკილომეტრიანი სასრიალო ტრასის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. პირველ რიგში, არსებულს მივხედავთ, ახალ პროექტს განვახორციელებთ. ბიგელის ტიპის საბაგირო, რაც წლების წინ აქ იყო, განადგურებულია. მოეწყობა თანამედროვე ტიპის საბაგირო, ღამის განათებები და მოხდება ხელოვნური გათოვლიანება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთის ტრასების სააგენტოსთან, რისთვის მათ მადლობას ვუხდი. მათი გამოცდილების გაზიარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მათვე შემოგვთავაზეს ხელოვნური საფარის გაკეთება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სხვა სეზონზეც შესაძლებელი იყოს სრიალი. ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყობა, კაფეებით, ბარებით და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის მიზანია ზამთრის სპორტის განვითარება, ტურისტული პოტენციალის ამაღლება და თბილისთან ახლოს დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შექმნა. კურორტი ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ისე ეკონომიკური და სოციალური აქტივობის ზრდას.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი და მთის ტრასების სააგენტოს უფროსი ირაკლი ბურჭულაძე იმყოფებოდნენ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way