USD 2.7421
EUR 2.8841
RUB 2.6007
Tbilisi
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
Date:  226

6 ივლისის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +36 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის
  • რუსთავში დღისით +37 გრადუსი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ქუთაისში +31 გრადუსია, ღამით კი +23 გრადუსი იქნება.
  • ოზურგეთში  დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24. 
  • ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +24 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღეა ნავარაუდები.
  • ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +25 გრადუსია მოსალოდნელი. 
  • იწვიმებს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. .
  • +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • მესტიაში  დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ამბროლაურში დღეს ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ახალციხეში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს. მცირე წვიმა.
  • ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +31 იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ბაკურიანში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
  • გორში დღისით +36 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
  • გუდაურში წვიმს. დღე +21 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.
  • ლაგოდეხშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
  • თელავში დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.
  • გურჯაანში წვიმიანი დღე იქნება. დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +24 გრადუსი დაფიქსირდება.
  • სიღნაღში დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება. 
world
ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელსაც კვლავ ურსულ ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს.

დადგენილებას ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ 370 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 282 იყო, ხოლო 36 დეპუტატმა თავი შეიკავა.

ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში 26 ევროკომისარი იქნება. მათ შორისაა ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელმაც ჟოზეფ ბორელი ჩაანაცვლა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობა სლოვენიის წარმომადგენელს მართა კოსს ერგო. მან ამ პოსტზე უნგრელი ოლივერ ვარჰეი ჩაანაცვლა, რომელიც ახალ ევროკომისიაში ჯანდაცვისა და ცხოველების კეთილდღეობის საკითხებს გაუწევს კურირებას.

ევროკომისია საკუთარი მოვალეობის შესრულებას 1 დეკემბრიდან შეუდგება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way