USD 2.7544
EUR 3.1229
RUB 3.3528
Тбилиси
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
дата:  327

4 ივლისის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის
  • რუსთავში დღისით +33 გრადუსი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ქუთაისში +35 გრადუსია, ღამით კი +25 გრადუსი იქნება.
  • ოზურგეთში  დღისით +34 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +26. 
  • ბათუმში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღეა ნავარაუდები.
  • ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +34 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +25 გრადუსია მოსალოდნელი. 
  • იწვიმებს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +24 გრადუსია ნავარაუდევი. .
  • +31 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +24 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • მესტიაში  დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ამბროლაურში დღეს ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ახალციხეში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +18 გრადუსამდე დაიწევს. მცირე წვიმა.
  • ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +29 იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ბაკურიანში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
  • გორში დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
  • გუდაურში წვიმს. დღე +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება.
  • ლაგოდეხშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.
  • თელავში დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.
  • გურჯაანში წვიმიანი დღე იქნება. დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.
  • სიღნაღში დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. 
культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати