USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  401

26 ივნისის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის
  • რუსთავში დღისით +29 გრადუსი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ქუთაისში +20 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
  • ოზურგეთში წვიმს. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19.
  • ბათუმში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა ნავარაუდები.
  • ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. 
  • ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმს.
  • +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს.
  • მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ამბროლაურში დღეს ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
  • ახალციხეში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.
  • ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +19 იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ბაკურიანში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
  • გორში. დღისით +23 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
  • გუდაურში წვიმს. დღე +15 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.
  • ლაგოდეხშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
  • თელავში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.
  • გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
  • სიღნაღში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის