USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Тбилиси
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
дата:  354

24 ივნისის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

 

 ქუთაისში +34 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმს. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21. ბათუმში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა ნავარაუდები.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. +30 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაში მზიანი დღეა. დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +32 იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

დარია გორში. დღისით +32 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმს. დღე +21 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +23, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ლაგოდეხშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში დღისით +34 გრადუსი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати