USD 2.8101
EUR 3.0082
RUB 3.3032
Тбилиси
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
дата:  118

17 ივნისის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. 
  • რუსთავში დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ქუთაისში  +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
  • ოზურგეთში დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 წვიმა.
  • ბათუმში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ფოთში დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. 
  • ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი.
  • სოხუმში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
  • მესტიაში დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ამბროლაურში, დღე ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • ახალციხეში დღისით ჰაერი + 28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +17 გრადუსამდე დაიწევს. 
  • ბორჯომში დღისით ტემპერატურა +27 იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • ბაკურიანში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • გორში დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ცხინვალში  დღისით ჰაერს ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ლაგოდეხში  ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი .
  • თელავში დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი.
  • გურჯაანშიც  დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • სიღნაღში დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
мир
პუტინი - აშშ-ის ქმედებების გამო რუსეთმა უნდა დაიწყოს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების წარმოება და განლაგებაც

აშშ-ის ქმედებების გამო რუსეთმა უნდა დაიწყოს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების წარმოება და შესაძლოა, განლაგებაც. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის მიერ საკუთარი საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განლაგება რუსეთის შეშფოთებას იწვევს და რეაგირებას საჭიროებს, ამიტომ, შესაძლოა, მოსკოვმა თავად დაიწყოს მსგავსი რაკეტების წარმოება და შემდგომში განლაგება.

“დღეს ცნობილია, რომ აშშ არა მხოლოდ აწარმოებს მსგავს სარაკეტო სისტემებს, არამედ უკვე ჩაუტანიათ ისინი სწავლებებზე ევროპაში - დანიაში, და სულ ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, რომ რომ ისინი ფილიპინებზეა. ამავდროულად უცნობია, იქიდან მათ რაკეტები გაიტანეს თუ არა…

ნებისმიერ შემთხვევაში ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ იმაზე, თუ რას გავაკეთებთ შემდგომ ამასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ამ დამრტყმელი სისტემების წარმოება უნდა დავიწყოთ და შემდგომ, რეალურად არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებები მივიღოთ იმაზე, თუ სად განვალაგოთ - თუ ეს საჭირო გახდება ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,” - განაცხადა პუტინმა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати