USD 2.7297
EUR 3.0480
RUB 2.9399
Тбилиси
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
дата:  198

16 ივნისის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. 
  • რუსთავში დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ქუთაისში  +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.
  • ოზურგეთში დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21
  • ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ფოთში დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. 
  • ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.
  • სოხუმში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.
  • მესტიაში დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ამბროლაურში, დღე ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ახალციხეში დღისით ჰაერი + 27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +13 გრადუსამდე დაიწევს. 
  • ბორჯომში დღისით ტემპერატურა + 26 იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ბაკურიანში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • გორში დღისით +28 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ცხინვალში  დღისით ჰაერს ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ლაგოდეხში  ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი .
  • თელავში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.
  • გურჯაანშიც  დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
  • სიღნაღში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.
область
ოკუპირებული ცხინვალის ადმინისტრაცია - ოფიციალური თბილისის პოზიციას კარდინალური ცვლილებები არ განუცდია, ჩვენ ისევ ვითხოვთ უსაფრთხოების სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერას

სამწუხაროდ, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში ოფიციალური თბილისის პოზიციას კარდინალური ცვლილებები არ განუცდია, - ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას.

„არარსებული ტერმინოლოგიითა და ფაქტებით მოქმედება და რეალობას დაშორებული რიტორიკა იმას აჩვენებს, რომ საქართველოსა და ქართველ პოლიტიკოსებს წარსული არ ათავისუფლებთ“, - აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება.

ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, „სამხრეთ ოსეთის პოზიცია უკვე მრავალი წელია გაჟღერებულია“.

„საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერა საკვანძო საკითხად რჩება. ამავე დროს, ჩვენ იმ გეოპოლიტიკური რეალობის აღიარების აუცილებლობიდან გამოვდივართ, რომელიც რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შეიქმნა“, - აღნიშნავს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати