USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
дата:  686

19 მაისის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  • თბილისში  ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. 
  • რუსთავში დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ქუთაისში +19 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
  • ოზურგეთში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. 
  • ბათუმში  დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ფოთში დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. 
  • ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.
  • სოხუმში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
  • მესტიაში დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ამბროლაურში დღეს ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა
  • ახალციხეში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს. 
  • ბორჯომში დღისით იწვიმებს, ტემპერატურა +14 იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ბაკურიანში წვიმს დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • გორში დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • გუდაურში დღე +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. 
  • ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი .
  • თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.
  • გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
  • სიღნაღში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати