USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  684

17 მაისის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  • თბილისში  ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. 
  • რუსთავში დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ქუთაისში იწვიმებს, +17 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
  • ოზურგეთში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. წვიმა.
  • ბათუმში იწვიმებს,  დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ფოთში დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა.
  • ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმა.
  • სოხუმში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმა.
  • მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ამბროლაურში დღეს ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა
  • ახალციხეში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს. 
  • ბორჯომში დღისით იწვიმებს, ტემპერატურა +13 იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ბაკურიანში წვიმს დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • გორში დღისით +15 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • გუდაურში დღე +3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. 
  • ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი .
  • თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
  • გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
  • სიღნაღში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის