USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
Date:  304

12 მაისის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. 
  • რუსთავში დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ქუთაისში + 24 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
  • ოზურგეთში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11.
  • ბათუმში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ფოთში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. 
  • ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
  • +21 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
  • მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ამბროლაურში დღეს ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ახალციხეში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.
  • ბორჯომში დღისით +20 იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ბაკურიანში დღისით +14  გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • გორში დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.
  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
  • გუდაურში იწვიმებს, დღე +8 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. 
  • ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
  • თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
  • გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
  • სიღნაღში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way