USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
Date:  344

27 აპრილის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

 

  • თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით + 15°.
  • სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესადუნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +15 °.
  • გაგრა-დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +13 °.
  • ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23, ღამით +13 °.
  • ბათუმიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +12 °.
  • ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.სამ/ დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +12 °.
  • ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +13 °.
  • ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით + 10°.
  • ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +13°.
  • ოზურგეთიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით + 13°.
  • ჭიათურა დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +13 °.
  • ამბროლაურიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +12 °.
  • ცაგერიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +10 °.
  • ონიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +10 °.
  • მესტიადროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +8 °.
  • გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით +13 °.
  • ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +12 °.
  • ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +10°.
  • ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +12 °.
  • სტეფანწმინდადროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +9 °.
  • გუდაურიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +6°.
  • თიანეთი დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +8°.
  • ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +8°.
  • ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +9°.
  • ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +6°.
  • თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +13°.
  • ყვარელი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +13°.
  • საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +12°.
  • იღნაღი დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +12°.
  • დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით+13°.
  • ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +14°.
culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way