USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  759

25 აპრილის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

  • რუსთავში დღისით +29 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ქუთაისში +30 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

  • ოზურგეთშიც დარია. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23.

  • ბათუმში დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

  • უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი.

  • ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი.

  • +32 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

  • მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ამბროლაურში დღეს ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ახალციხეში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს.

  • ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +27 იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ბაკურიანში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +105 გრადუსი დაფიქსირდება.

  • გორში დღისით +28 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

  • თელავში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

  • გურჯაანში დღისით +25გრადუსი, ღამით კი +17გრადუსი დაფიქსირდება.

  • სიღნაღში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის