USD 2.6964
EUR 3.1367
RUB 3.3786
Тбилиси
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
дата:  272

19 აპრილს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წ.ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +19, +24°; მაღალ მთაში ღამით +1, +6°, დღისით +10, +15°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +9, +14°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +2, +7°, დღისით +22, +27°; მაღალ მთაში ღამით +1, +6°, დღისით +18, +23°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით,დას.ქარი10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით +13 °.

სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით+23°, ღამით+13 °.

გაგრა-დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +13 °.

ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით+12 °.

ბათუმიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. სამ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +12°.

ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. სამხ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ.. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით + 11°.

ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +12 °.

ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 9-14-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +10 °.

ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +14 °.

ოზურგეთიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +14°.

ჭიათურა დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით + 12°.

ამბროლაურიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ.. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +10°.

ცაგერიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +10°.

ონიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23, ღამით +9°.

მესტიადროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით +5 °.

გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დას.ქარი10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +9°.

ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დას.ქარი10-15მ/წმ.ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +8 °.

ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დას.ქარი10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +7 °.

ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დას.ქარი10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +8 °.

სტეფანწმინდადროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დას.ქარი10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +6°.

გუდაურიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დას.ქარი9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +4°.

თიანეთი დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დას .ქარი10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +10°.

ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დას.ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +8°.

ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დას.ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +8°.

ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დას.ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +5 °.

თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დას.ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +13°.

ყვარელი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დას.ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +13°.

საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დას.ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით +14°.

იღნაღი დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის II-ნახევრიდან დას.ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +12°.

დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დას.ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით +12 °.

ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. დღის II-ნახევრიდან დას.ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +14°.

аналитика
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати