USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
Date:  505

16 აპრილს ქუთაისში +28 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +25 იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც გამოიდარებს. დღე +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +14, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +24 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way