USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  553

10 აპრილის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. 
  • რუსთავში დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ქუთაისში +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.
  • ოზურგეთში დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. 
  • ბათუმში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ფოთში დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი.
  • ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.
  • +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • მესტიაში დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ამბროლაურში დღეს ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.  
  • ახალციხეში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს. 
  • ბორჯომში დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ბაკურიანში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • გორში დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ლაგოდეხში  ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • თელავში დღისით  +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. 
  • გურჯაანში დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • სიღნაღში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. 
მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის