USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
Date:  385

8 აპრილის ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. წვიმა.
  • რუსთავში დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • ქუთაისში +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
  • ოზურგეთში დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. 
  • ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ფოთში დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი.
  • ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.
  • +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • მესტიაში დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ამბროლაურში დღეს ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.  
  • ახალციხეში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს. 
  • ბორჯომში დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ბაკურიანში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • გორში დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • ლაგოდეხში  ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • თელავში დღისით  +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმა.
  • გურჯაანში დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • სიღნაღში დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way