USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
თბილისი
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  515

1-ელ მარტს თბილისში უნალექო დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 1 გრადუსი იქნება. 

რუსთავში დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ქუთაისში +18 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მზიანი ამინდი.

ჭიათურაში უნალექო დღე და +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა 3 გრადუსი იქნება. ახალციხეში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +11, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც უნალექო დღეა. დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღე 1 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა ომალოშიც. დღისით +1, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +7 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

 

 

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის