USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
Tbilisi
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
Date:  817

10 ნოემბერის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ქარი.

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

ქუთაისში +16 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში წვიმაა ნავარაუდები. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9.

ბათუმში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში წვიმს. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

+16 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +7 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში წვიმს. დღისით +14, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში დღისით ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხში დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავში დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში უნალექო დღე იქნება. დღისით +19 იქნება გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +19 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

 

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way