USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
Date:  527

6 ოქტომბრის  ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

  • თბილისში მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

  • რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ქუთაისში +24 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

  • ოზურგეთშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14.

  • ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ფოთში მზიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.

  • უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

  • +24 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

  • მესტიაში დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ამბროლაურში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ახალციხეში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს.

  • ბორჯომშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +22, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. 

  • უნალექო დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

  • ლაგოდეხში დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

  • თელავში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.

  • გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +21 იქნება გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

  • სიღნაღში დღისით მზიანი ამინდი იქნება. +21 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

 

tbilisi
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way