USD 2.7252
EUR 3.1599
RUB 3.4691
Тбилиси
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
дата:  385

26 სექტემბერი  ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. 
  • რუსთავში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ქუთაისში +29 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
  • სამტრედიაში დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.
  • წყალტუბოში ჰაერი დღისით +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ოზურგეთში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. 
  • ბათუმში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ფოთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.
  • უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.
  • +27 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
  • მესტიაში დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ამბროლაურში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.ი
  • ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს.
  • ბორჯომშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +25, ღამის ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
  • წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
  • ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • თელავშიც მოსალოდნელია წვიმა. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი + 14 გრადუსია ნავარაუდევი.
  • გურჯაანში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი 14 გრადუსი დაფიქსირდება.
  • სიღნაღში დღისით +25 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. 
аналитика
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ანალიზი - გიორგი კობერიძე
- რუსული იერიში გრძელდება დონეცკის ოლქში. პოკროვსკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსული მოიერიშე ნაწილები კვლავ ფლანგებიდან, ბრტყელტუჩას მანევრის განხორციელებას ცდილობენ უკრაინელი მცველების წინააღმდეგ. მათი მიზანია ტორეცკედან კოსტიანტინივკამდე, ან კიდევ უფრო ჩრდილოეთით, დრუჟივკამდე ყველა იმ ტერიტორიის ათვისება, რომელშიც ახლა უკრაინელები აკონტროლებენ.
 
ამის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში კი კრამატორსკისაკენ გაჭრას შეეცდებოდნენ. იმ ფონზე, რომ რუსული წინსვლა ნელია, უკრაინელთა ალყაში მოხვედრის საფრთხე მცირეა. ამასთან, იმდენად ნელა მიიწევენ რუსები წინ, რომ უკრაინელები ახერხებენ ზურგში ახალი თავდაცვითი პოზიციების აგებას, რაც რუსულ წინსვლას კიდევ უფრო აფერხებს. კრამატორსკი და სლავიანსკი და მისი შემოგარენი ციხე-სიმაგრედაა ქცეული. ამაზე ჯერ კიდევ 2023 წლიდან საუბრობდნენ. ზოგადად ფრონტის ხაზი ბოლო ორი წელიწადია ამ მიმართულებაზე ძალიან ნელა იცვება.
 
თუკი რუსებს დრუჟივკა-კოსტიანტინივკასაკენ სვლა არ გამოუვიდათ, ცხადია არის შანსი დასავლეთით განავითარონ შეტევა, რათა პოკროვკის მოექცნენ თავზე.
 
- რუსული იერიში გრძელდება დონეცკის ოლქის დასავლეთით, უშუალოდ პოკროვკისა და მის შემოგარენში. აქაც, რუსებს წინსვლა შესამჩნევად ნელი აქვთ და რაც მთავარია მათ რიგებში მსხვერპლია ძლიან დიდი. პოკროვსკი ომამდე 60 ათასიანი დასახლება იყო. მას რუსები ერთი წელია უტევენ, ხოლო მთელს ამ სექტორს - წელიწადნახევარია.
 
რუსული არმიის ძირითადი ნაწილები სწორედ პოკროვსკისა და ტორეცკე-ჩასივ იარის მიმართულებაზე არიან თავმოყრილები. გენერალური შტაბის უფროსის, სირსკის განმარტებით დაახლოებით 700 ათასი რუსი სამხედროა უკრაინაში, რომელთაგანაც 500 ათასი აღმოსავლეთის ფრონტზეა გადასროლილი.
 
- მაისში დაწყებული რუსული შეტევა სუმის ოლქზე დასტაბილურებული და ზოგიერთ ნაწილში სრულად შეჩერებულია. მეტიც, უკრაინელებმა გაათავისუფლებს რუსების მიერ დაკავებული დასახლება ანდრიივკა და მისი შემოგარენიც. ბრძოლა ოლეკსივკას მიმართულებით მიმდინარეობს. უკრაინამ ინიციატივა დაიბრუნა ამ სექტორში. მომდევნო დღეები უკეთ გამოაჩენს სურათს.
 
სუმის ოლქი რუსეთის კურსკის ოლქს ესაზღვრება. რუსები, გარდა სასაზღვრო სოფლების დაკავების მცდელობისა, ცდილობდნენ გაჰყოლოდნენ სუმი-სუჯას მაგისტრალს, თუმცა ჯერჯერობით იუნაკივკას ვერ გასცდნენ ისინი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ მონაკვეთში საზღვრიდან 7 კილომეტრში შეიწიეს მხოლოდ. რუსების მიერ ოკუპირებული ყველაზე დიდი სივრცე კი საზღვრიდან 15 კილომეტრია.
 
იუნაკივკასათვის ინტენსიური ბრძოლა გრძელდება. ამ პატარა ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით დიდი ტყიანი საფარია და მის ხელში ჩაგდებას ცდილობენ რუსები. აქედან არამხოლოდ სუმის მიმართულებით შეუძლიათ აწარმოონ ინტენსიური საარტილერიო დარტყმები, არამედ ტყეში შედარებით ფარულად გადაადგილდნენ კიდეც. უკრაინელებმა ჩაშალეს რუსების მცდელობა სწრაფად დაეკავებინათ დასახლება.
 
და ეს იმ ფონზე, რომ რუსების 50 ათასიანი დანაყოფია მობილიზებული ამ მიმართულებაზე. ეს კი საკმაოდ უმნიშვნელო შედეგია თან თუკი გავითვალისწინებთ იმ პროპაგანდისტულ და პოლიტიკურ კამპანიას, რომელიც სუმის ოლქის ოკუპაციაზე იყო გაკეთებული. სხვათა შორის პუტინმაც ისაუბრა სუმის შესახებ. ჯერჯერობით კრემლი ისე ფუთავს სიტუაციას თითქოს ინიციატივა მხოლოდ მათ ხელში იყოს და თავად წვეტდნენ სადამდე წაიწევენ წინ და რას უზამენ სუმის ოლქს.
 
თუკი რუსეთის მხრიდან ეს ზაფხულის მთავარი შეტევაა მაშინ საკმაოდ ცუდ შედეგს აჩვენებენ ისინი. მაგრამ ჰიპოთეტურად არ არის გამორიცხული კიდევ სხვა ჩანაფიქრი ჰქონდეთ მათ.
 
- სირსკიმ კომენტარი გააკეთა რუსეთის სუჯას ოლქზე. მან აღნიშნა, რომ უკრაინელები კვლავ ინარჩუნებენ რამდენიმე პლაცდარმს რუსეთში და რომ უკრაინა არ აპირებს შეტევით ოპერაციებზე უარის თქმას.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати