USD 2.7015
EUR 3.1697
RUB 3.4107
Тбилиси
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
дата:  772

25 სექტემბერი  ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 13 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.
  • რუსთავში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 12 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ქუთაისში +30 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
  • სამტრედიაში დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.
  • წყალტუბოში ჰაერი დღისით +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ოზურგეთში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 15. 
  • ბათუმში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით 16 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ფოთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 16 გრადუსია მოსალოდნელი.
  • უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 14 გრადუსია ნავარაუდევი.
  • +28 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით 16 გრადუსი დაფიქსირდება.
  • მესტიაში დღისით +25 გრადუსი, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ამბროლაურში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 11 გრადუსი დაფიქსირდება.ი
  • ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 8 გრადუსამდე დაიწევს.
  • ბორჯომშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +25, ღამის ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.
  • წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი 12 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი 11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
  • ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი 12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
  • თელავშიც მოსალოდნელია წვიმა. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 12 გრადუსია ნავარაუდევი.
  • გურჯაანში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი 14 გრადუსი დაფიქსირდება.
  • სიღნაღში დღისით +21 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით 10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
Тбилиси
მერი - „ლაგუნა ვერეზე“ ერთი რამ უნდა გაიგოთ, ეს არის კერძო საკუთრება, ეს არც ჩემია, არც მუნიციპალიტეტის - როცა სამუშაოები წარიმართება, შენარჩუნებული იქნება საცურაო აუზი

„ლაგუნა ვერეზე“ ერთი რამ უნდა გაიგოთ, ეს არის კერძო საკუთრება. ეს არც ჩემია, არც მუნიციპალიტეტის, არც თქვენი - როდესაც სამუშაოები წარიმართება, შენარჩუნებული იქნება „ლაგუნა ვერე“, საცურაო აუზი. მე თუ მკითხავთ, როგორც დედაქალაქის მერს, საერთოდ არაფერი არ ესაქმება იქ საცურაო აუზს, ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილი გახლავთ კონკრეტული გზის მონაკვეთი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კალაძემ ასევე, უპასუხა კითხვას, „ვარკეთილის“ მეტროსადგურის რეაბილიტაციის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელებას „თან ბევრი სირთულე ახლდა და ახლა, ის უკვე ბოლოშია გასული“.

„ლაგუნა ვერეზე“ ერთი რამ უნდა გაიგოთ, ეს არის კერძო საკუთრება. ეს არც ჩემია, არც მუნიციპალიტეტის, არც თქვენი. ეს არის კერძო საკუთრება. რა დაპირებაზე მესაუბრებით? ჩვენი დაპირება იყო, რომ იქ, როდესაც სამუშაოები წარიმართება, შენარჩუნებული იქნება „ლაგუნა ვერე“, საცურაო აუზი. მე თუ მკითხავთ, როგორც დედაქალაქის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, საერთოდ არაფერი არ ესაქმება იქ საცურაო აუზს, ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილი გახლავთ კონკრეტული გზის მონაკვეთი.

არ ვიცი, დაველოდოთ, როდესაც კერძო მესაკუთრე განახორციელებს პროექტს. ხელშეკრულებაში პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ აღნიშნული საცურაო აუზი უნდა იყოს შენარჩუნებული.

რაც შეეხება „ვარკეთილის“ მეტროს, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ უდიდესი პრობლემა იყო, სერიოზული გამოწვევა. აქაც, არ არსებობს კომპანიები საქართველოში. გვაქვს სერიოზული პრობლემა, გამოწვევა.

სერიოზული გამოწვევა გვაქვს მუშახელთან დაკავშირებით. პროექტი, რა თქმა უნდა, უკვე ბოლოშია გასული და უახლეს მომავალში მთლიანად დამთავრებული და მოწესრიგებული იქნება. უამრავი გამოწვევა ახლდა თან ამ პროექტს. ჯერ ერთი, კომპანიები პასუხისმგებლობას არ იღებდნენ იმიტომ, რომ იმ უბედურების გამო, რაც მოხდა, ყველა შეშინებული იყო და არავის არ ჰქონდა სურვილი, მონაწილეობა მიეღო ამ პროექტის განხორციელებაში. მოგვიწია უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანა, დეტალურად შესწავლა თვითონ გვირაბის, რა მდგომარეობა იყო, წყლები საიდან შემოდიოდა, როგორ უნდა მომხდარიყო ამ ყველაფრის არიდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

более
голосование
Кстати