USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
თარიღი:  512

18 სექტემბერი  ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

  • თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
  • რუსთავში, დღისით +24 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ქუთაისში  +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. იწვიმებს.
  • სამტრედიაში წვიმს, დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
  • წყალტუბოში ჰაერი დღისით +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • ოზურგეთში დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.
  • ბათუმში იწვიმებს, დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ფოთში იწვიმებს, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი.
  • ზუგდიდში იწვიმებს, დღისით ტემპერატურა +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
  • სოხუმში +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
  • მესტიაში  დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ამბროლაურში ჰაერი დღისით +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • ახალციხეში იწვიმებს, დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +11 გრადუსამდე დაიწევს.
  • ბორჯომში დღისით +19, ღამის ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • გორში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს.
  • ცხინვალში წვიმს, დღისით ჰაერს ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ლაგოდეხში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
  • თელავში დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
  • გურჯაანში დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
  • სიღნაღში იწვიმებს, დღისით +21 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის