USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Тбилиси
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
дата:  494

8 სექტემბერი  ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

  • თბილისში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. 
  • რუსთავში, დღისით +26 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმა.
  • ქუთაისში  +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. იწვიმებს.
  • სამტრედიაში წვიმს, დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.
  • წყალტუბოში ჰაერი დღისით +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე წვიმა.
  • ოზურგეთში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.
  • ბათუმში იწვიმებს, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ფოთში იწვიმებს, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. 
  • ზუგდიდში იწვიმებს, დღისით ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი.
  • სოხუმში +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
  • მესტიაში დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • ამბროლაურში ჰაერი დღისით +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • ახალციხეში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს.
  • ბორჯომში დღისით +21, ღამის ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა.
  • გორში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს.
  • ცხინვალში წვიმს, დღისით ჰაერს ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
  • ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. 
  • თელავში იწვიმებს, დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმს.
  • გურჯაანში დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
  • სიღნაღში იწვიმებს, დღისით +19 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
мир
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати