USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
როგორი ამინდია დღეს საქართველოს ქალაქებში?
Date:  545

27 ნოემბერს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოსალოდნელი ამინდი:

თბილისში - წვიმა. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 20-25 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14, ღამით +3°.

სოხუმი - წვიმა. დას ქარი. 10-15, დროგ. ძლ 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°,ღამით +3°.

 

ბათუმი- წვიმა. დას ქარი. 10-15, დროგ. ძლ 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით +4°.

ფოთი-  წვიმა. დას ქარი. 10-15, დროგ. ძლ 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +21°, ღამით +7°.

ზუგდიდი წვიმა. დას ქარი. 10-15, დრ. ძლ 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +7°, ღამით+4 .

ქუთაისი წვიმა. დას ქარი. 10-15, დროგ. ძლ 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +7°, ღამით +4°.

ოზურგეთი-წვიმა. დას ქარი. 10-15, დრ. ძლ 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +9°, ღამით +5°.

ჭიათურა-წვიმა. დას ქარი. 10-15, დრ. ძლ 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით+6°, ღამით 0°.

ამბროლაურიწვიმა. დას ქარი. 10-15, დრ. ძლ 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +5, ღამით -1°.

ცაგერიწვიმა. დას ქარი. 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +6, ღამით -2°.

ონი. წვიმა. დას ქარი. 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +4, ღამით -3°.

მესტიათოვლი.დას ქარი. 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +2°, ღამით -9 °.

გორი- წვიმა.დას ქარი. 10-15, დროგ. ძლ 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით+9°, ღამით 0°.

ახალგორი-  წვიმა.დას ქარი. 10-15, დროგ. ძლ 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +6°, ღამით-2 °.

ჯავა-  წვიმა.დას ქარი. 10-15, დროგ. ძლ 17-22მ/წმ. ტემპერატურა:დღისით +7°, ღამით -4 °.

ცხინვალი - წვიმა.დას ქარი. 10-15, დროგ. 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +8°, ღამით -2°.

სტეფანწმინდა თოვლი.დას. ქარი 10-15დრგ. ძლ. 20-15მ/წმ. შეს. ქარბუქი.ჰაერის ტემპერატურა:დღისით+3°, ღამით -8°.

თიანეთი-წვიმა. დას. ქარი 10-15, დრ. 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +7°, ღამით -1°.

ახალციხე-  წვიმა.დას ქარი. 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით -5 .

ბორჯომი-  წვიმა.დას ქარი. 10-15 მ/წმ. ჰაერისტემპერატურა: დღისით +5°, ღამით -4°.

ბაკურიანი - თოვლი.დას. ქარი 10-15, დრგ. ძლ. 17-22მ/წმ. შეს. ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით+2°, ღამით -8 .

თელავი- წვიმა. დას. ქარი 10-15, დღ. დრ. 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ჰაერის ტემპერატურა:დღისით +15, ღამით +3°.

ყვარელი- წვიმა. დას. ქარი 10-15, დრ. 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +16, ღამით +3°.

საგარეჯო - წვიმა. დას. ქარი 10-15, დრ. 20-25 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +16, ღამით+2 °.

იღნაღი  წვიმა. დას. ქარი 10-15, დრ. 17-22 მ/წმ.ჰაერის ტემპერატურა:დღისით +18, ღამით +2°.

ლაგოდეხი - წვიმა. დას. ქარი 10-15, დრ. 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დღისით +18, ღამით+5 °.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way